რომ დააკვირდეთ იმ ციფრს, რამდენი ადამიანი იცრება ყოველდღიურად საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი - მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს არ აღმოაჩნდა საშუალება, უკვე მეოთხე თვის განმავლობაში, ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ყოფილიყო, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოვა ვაქცინები, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, რთულია დაგეგმო მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც კონკრეტულად არ იცი „როდის, რა და რამდენი შემოვა“.