ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.