გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ უტიფრობად აფასებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, მმართველი პარტიის განცხადება ადასტურებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით მათ მძიმე მდგომარეობა აქვთ, პანიკაში არიან და მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ბოკერიას შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებზე ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება, რათა ისინი იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.