ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია. ამასთან, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება.