მიმდინარე კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიტით იმყოფება. მისი ამერიკაში ვიზიტი ძირითადად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას უკავშირდება, თუმცა, კორეული მედიის ცნობით, პრეზიდენტის გეგმაშია ასევე Pfizer-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაც.
როგორც ცნობილია, მხარეები ჯერ კიდევ მაისში შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ვაქცინების ერთობლივ შემუშავებაზე და როგორც ჩანს, სწორედ ამ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება ამ კვირაში. როგორც კორეული პრესა წერს, შეთანხმების შესაბამისად 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება სამხრეთ კორეაში, რომელიც გეგმის თანახმად აზიაში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა უნდა გახდეს.
იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეაში ვაქცინების მასიური წარმოება გადაწყდება, Samsung-ი აამოქმედებს მის განყოფილებას Samsung Biologics-ს და საჭიროების შემთხვევაში SK Bioscience-ის საწარმოო სიმძლავრეებსაც ჩართავს.