ლეგენდარული მქადაგებელი და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც იმ მომავალზე ოცნებობდა, როცა ადამიანებს რასის, რელიგიური მრწამსის და სქესის მიუხედავად თანასწორი უფლებები ექნებოდათ, მილიონობით შავკანიანის ცხოვრება შეცვალა და არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში იქცა სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის სიმბოლოდ.