ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა. აქედან 360 კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზეა გადათვლილი. აღნიშნული უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.
9 ოქტომბერს ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს. რამდენიმე საარჩევნო ოლქში ქვორუმი არ შედგა.