სახელწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUTSGE” თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიამ „ნათსჯი“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ზუგდიდში მდებარე საწარმოში, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.