მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.64 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 26.4 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 43.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.22 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 972 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 578 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 405 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.1% აიცრა, აშშ-ში 56.7%, ჩინეთში კი - 74.8%.