ამერიკულმა კომპანიამ Hertz Global Holdings-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტომობილების გამქირავებელი კომპანიაა, ასევე ამერიკულ Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული შეკვეთა არის პირველი ნაბიჯი კომპანიის გეგმის რეალიზებაში, რომელიც საკუთარი გასაქირავებელი ავტოპარკის განახლებას ითვალისწინებს.
ელექტრომობილების ისტორიაში ეს უმსხვილესი შენაძენი Tesla-ს 4,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. ავტომობილების მიწოდება კი მომდევნო 14 თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება და მათი დაქირავება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ამერიკის, ასევე ევროპულ ქვეყნებში.