კახა კალაძემ მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, იგი ქალაქში მაცხოვრებლების უმრავლესობამ აირჩია და იქნება უკლებლივ თითოეული ადამიანის მერი.
კალაძე იმედოვნებს, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ქართულ პოლიტიკაში დესტრუქცია. კალაძის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად უნდა გაერთიანდეს ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად.