ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ახლახან მიიღო მონაწილეობა გასართობ შოუში An Audience with..., რომელშიც სიმღერების შესრულების გარდა, მაყურებელთან კითხვა პასუხის რეჟიმიც მიმდინარეობდა. ადელმა მასწავლებლის შესახებ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე ისე უპასუხა, რომ არ იცოდა, ისიც თუ იყო სტუდიაში. მათი ემოციური შეხვედრის შემდეგ კი, მომღერალთან ერთად აუდიტორიაც ატირდა და შოუს ამ ნაწილმა ინტერნეტ სივრცე სრულად მოიცვაყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადელს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა ადამიანი მის ბავშვობაში, რომლითაც ის შთაგონებული იყო. ადელმა დაფიქრების გარეშე უპასუხა, რომ ეს მისი სკოლის ინგლისური მასწავლებელი მის მაკდონალდი იყო."ის სულ რაღაც ერთი წელი მასწავლიდა, მაგრამ ლიტერატურა ნამდვილად შემაყვარა. ინგლისურით ყოველთვის გატაცებული ვიყავი, მაგრამ აშკარაა, რომ ახლა სიმღერის ტექსტებსაც კი ვწერ. ის ძალიან მაგარი ადამიანი იყო და ყველა ვგრძნობდით, რომ ჩვენზე ზრუნავდა", — უპასუხა მომღერალმა.