მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1 878 ტონით ანუ 25%-ით, ხოლო ღირებულება - 686 ათასი დოლარით ანუ 17%-ით გაიზარდა.აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაში.