იზრდება ჯარიმები თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან - Palitra News

იზრდება ჯარიმები თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან

2021-11-30 10:09:25+04:00

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე არსებული ჯარიმის ოდენობა იზრდება. ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის.

ახალი კანონის მიხედვით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის 200-ლარიანი ჯარიმა 500-ლარამდე იზრდება. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება.