შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, მაია მიქაიას განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს ახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებიც მწვანე პასპორტის გამოყენებაზე არიან თანახმა და აღნიშნული პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება, რაც შეეხება ობიექტებს რომლებიც უარს ამბობენ მწვანე სტატუსის გამოყენებაზე მათ შრომის ინსპექცია საქმიანობას შეუჩერებს.
მწვანე პასპორტის ამოქმედებაზე ისაუბრა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემაც, მისი თქმით სარესტორნო სფეროს აქვს ვალდებულება მწვანე პასპორტის წარდგენის, შესაბამისად აუცილებელია სტუმარმაც და კვების ობიექტმაც დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები იმისთვის, რომ უსაფრთხო ზონა შეიქმნას, რაც კოვიდ ვითარების რადიკალურად გამოსწორებასაც შეუწყობს ხელს.
ამასთან როგორც ბურჯანაძემ გამაცხადა, აუცილებელია მწვანე პასპორტი მოლებშიც გახდეს სავალდებულო წინააღმდეგ შემთხვეევაში მის ამოქმედებას ფორმალური ხასიათი ექნება.