ახალი შტამის რისკებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით. "ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს და შტამი მარტივად მიგრირებს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.