საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით "მოქალაქეების", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციონერი დეპუტატები თანხმდებიან, რომ დაბალი ბარიერი და პროპორციული სისტემა ყველასთვის მნიშვნელოვანია.
თუმცა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პარტია მოქალაქეების პოზიცია არ ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. როგორც მოქალაქეებში აღნიშნავენ, ცვლილებების მიღება იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა დეპუტატი მათ მხარს დაუჭერს.