სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობდა, დააკავეს. ზაალ კუხიანიძე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ის მერიასთან საკრებულოს სხდომის პარალელურად აქციას მართავდა და საკრებულოს არალეგიტიმურობაზე საუბრობდა.
აქტივისტმა საკუთარი პოზიციის გამოსახატად სხდომაზე შესვლა ბანერით სცადა, რისი შესაძლებლობაც არ მისცეს. ის ტერიტორიიდან გაიყვანეს.