Killing Eve-ის მეოთხე სეზონის პირველი და მეორე სერია ტელეეკრანებზე 2022 წლის 27 თებერვალს გამოვა. ამასთანავე, ჯერ კიდევ მარტში გამოცხადდა, რომ სერიალი მეოთხე სეზონით დამთავრდება, თუმცა BBC America სპინოფების გადაღებაზე ფიქრობს.
მე-4 სეზონში ევას (სანდრა ო) და ვილანელს (ჯოდი კომერი) განსხვავებულ სიტუაციაში ვიხილავთ.შოუს მესამე სეზონის პრემიერა 2020 წლის აპრილში შედგა, თუმცა შემდეგი სეზონის გადაღებები პანდემიის გამო შეჩერებული იყო.
"Killing Eve ყველაზე გასაოცარი მოგზაურობა იყო და მუდამ მადლიერი ვიქნები ამ გამოცდილების გამო. მადლობა ფანებს, რომლებიც ამ გზაზე დაგვემგზავრნენ. ყველაფერი კარგი ერთ დღეს სრულდება, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენი მიზანი ისეთი სეზონის შექმნაა, რომელიც ყველას დიდხანს ემახსოვრება" — განაცხადა კომერმა.
სერიალის პრემიერა 2018 წელს შედგა და წინა სეზონებმა 5 ოქროს გლობუსის და 19 ემის ნომინაციის მოპოვება შეძლო.