"შვებულება" (The Holiday, 2006, ნენსი მაიერსი) - ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია, რომელიც წამყვანი პოზიციით ლიდერობს საშობაო ფილმების ათეულში და დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ითვლება, პირველ რიგში დახვეწილი იუმორის, არაჩვეულებრივი საუნდთრეკის და ბრწყინვალე დეკორაციების წყალობით ქმნის საოცრად მყუდრო გარემოს და სადღესასწაულო განწყობას.
წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელ, სამხრეთ კალიფორნიელ ამანდა ვუდს საოცრად არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, იმავეს განიცდის გაზეთ Daily Telegraph-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, კოლეგაზე უიმედოს შეყვარებული აირის სიმპკინი, რომელიც სწორედ საშობაო დღესასწაულების წინ გებულბს საყვარელი მამაკაცის ღალატისა და სხვა ქალზე დანიშვნის შესახებ.
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად უცნობი ქალბატონები, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის მიუხედავად მაინც საერთო პრობლემა ტანჯავთ, მეტად ორიგინალურ - სახლების გაცვლის საიტზე ეცნობიან ერთმანეთს და ერთგვარ ავანტიურაში ებმებიან, როცა არა მხოლოდ სახლების, არამედ კონტინენტების გაცვლას და ორკვირიანი სპონტანური შვებულების მოწყობას თანხმდებიან. ამანდა ინგლისში, სურეის საგრაფოს მიემგზავრება და აირისის მყუდრო სახლში ბინავდება, აირისი კი პირიქით, არდადეგებს ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე ატარებს და როგორც კეთილ ზღაპრებში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ჯადოსნურ ღამეს სრულდება.