შობა-ახალი წლის დღესასწაულები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ თქვენს ყურადღებას კვლავ სადღესასწაულო ატრიბუტებზე შევაჩერებთ, რომელთა გამოყენების ტრადიცია სათავეს ევროპაში იღებს, თუმცა გარკვეული ატრიბუტები ჩვენთააც პოპულარული გახდა. შესაბამისად გადავწყვიტეთ ამ ნივთების შესახებ კიდევ უფრო მეტი გაგვეგო და თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. საახალწლო საჩუქრები და მის გარშემო შექმნილი ჯადოსნური სამყარო ამ დღესასწაულის მთვარი ხიბლია.
წლის ამ პერიოდის დადგომას ყველაზე მოუთმენლად პატარები ელიან დამსახურებული საჩუქრების მისაღებად. თუმცა იქამდე, სანამ ნანატრი დღე დადგება, მათ მოუთმენლობას მშობლები პატარ-პატარა საჩუქრებით ამსუბუქებენ, რომელიც საშობაო კალენდრის მუყაოს „ფანჯრებში“ იმალება.