ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა. ის covid-19-ით ინფიცირებული ოთხი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ ინფორმაცია პარი სენ-ჟერმენის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შორის არიან ხუან ბერნატი, სერხიო რიკო და ნათან ბიტუმაზალა.
„ყველა მოთამაშე იზოლირებულია და ექვემდებარება ჯანმრთელობის შესაბამის პროტოკოლს“, - განაცხადა კლუბმა.