"კირკე" ამერიკელი მწერლის, მადელინ მილერის ფენტეზის ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 2018 წელს გამოცმემლობა Little, Brown and Company-ის მიერ შეერთებულ შტატებში ინგლისურ ენაზე გამოიცა.
კირკე მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილია. უცნაური გოგონა, რომელიც, მამისგან განსხვავებით, არ ფლობს არც ჯადოსნურ ძალას და არც დედასავით მომხიბვლელი და მაცდურია. მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული გოგონა ერთ მშვენიერ დღეს, აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას გააჩნია, მას შეუძლია მტრები და კონკურენტები ურჩხულებად გადააქციოს და თვით ღმერთებსაც კი ავნოს თავისი უნარებით.
კირკე თავისი ძალით, თვით ზევსსაც კი დააფრთხობს, რომელიც მის სასტიკად დასჯას გადაწვეტს და მას უკაცრიელ კუნძულზე გააძევებს. თუმცა, მარტოობისთვის განწირული ქალი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავის ოკულტური ხელობის დახვეწას იწყებს. იგი მოათვინიერებს მხეცებს და შეხვდება მთელს მითოლოგიაში ყველაზე ცნობილ პერსონაჟებს, მათ შორის, მინოტავრს, დედალუსსა და მის განწირულ შვილს, იკაროსს, მედეას და, რა თქმა უნდა, ცბიერ ოდისევსს.
წიგნი 2020 წელს ქართულ ენაზე გამომცემლობა Palitra L-მა თარგმნა და გამოსცა ქართველი მკითხველისათვის და ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და გამომცემლობა Palitra L-ის ვებგვერდზე palitraL.ge