ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ბრწყინვალედ დაიწყო. ტოჩინოშინმა პირველ საჭიდაო დღეს მე-16 მაეგაშირა ცურიგიშოს იორიკირით აჯობა.
ლევანის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება.
34 წლის ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში აღნიშნული ბაშო რიგით 94-ეა.