აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გაგზავნონ, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ქვეყნებმა უნდა მიიღონ თანხმობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, სანამ შეერთებული შტატებიდან მიღებულ იარაღს მესამე მხარეს გადასცემენ.
Reuters-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალება მისცემს უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი „სტინგერის“ სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება.