საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკამ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ კონსულტაციებში საქართველოც ჩართო. ამასთან, შენარჩუნდება მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოსთან, ვინაიდან არსებული კრიზისი უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ფუნდამენტურ პრინციპებზეც. მისივე განმარტებით, უკრაინის კრიზისი რუსეთმა შექმნა.