საბერძნეთმა 10-წლიანი ვადით 3 მლრდ ევროს ობლიგაციები განათავსა, წლიური 1,8%-ით. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მედიის ინფორმაციით, ახალი ობლიგაციების შესაძენად განაცხადების წიგნი ოთხშაბათს გაიხსნა, წინადადებების მოცულობამ კი 15 მლრდ ევროს მიაღწია.
უნდა ითქვას, რომ გასული წლის ივლისში ქვეყანამ ასევე 10-წლიანი ბონდები განათავსა და ინვესტორების მხრიდან ბერძნული ობლიგაციების მიმართ დაინტერესებამ 30 მლრდ ევროს, ხოლო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 0,88%-ს მიაღწია.
საბერძნეთის სახელმწიფო ვალის სამმართველო გეგმავს 2022 წელს ფინანსურ ბაზრებიდან ჯამში 12 მლრდ ევრო მოიზიდოს.