"ფეისბუქის" გვერდი "ედუარდ შევარდნაძის ცენტრი" (The Eduard Shevardnadze Center) ავრცელებს მეტად საინტერესო საარქივო ვიდეოს, რომელიც დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკშია გადაღებული და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე, ედუარდ შევარდნაძე პასუხობს. ვიდეოში ჩანს, რომ პუტინის განცხადების შემდეგ არავინ ელის, რომ მას პასუხს გასცემენ და სცენაზე მდგარი ლიდერები იშლებიან და ამ დროს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი საუბარს იწყებს.
"ამერიკის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობა პირველად ჟურნალმა "თაიმმა“ გაახმოვანა, შემდეგ "ვაშინგტონ პოსტსა“ და "ნიუ-იორკ თაიმსში“ გაჩნდა ინფორმაცია, CNN-მა კი პენტაგონის ბრიფინგი გადმოსცა, სადაც ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პასუხად აშშ საქართველოში გააგზავნიდა 200-მდე სპეცდანიშნულების ძალების ინსტრუქტორს. როგორც გელა ჩარკვიანი იხსენებს თავის ბესტსელერში "ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ - " მათ ევალებოდათ ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნა. ეგრეთ წოდებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (T&E) 64 მილიონი დოლარი ჯდებოდა და გულისხმობდა ოთხი 600-კაციანი ქართული ბატალიონის სრულ აღჭურვასა და გაწვრთნას 18 თვის პერიოდში. საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლის თაობაზე ინფორმაციამ რუსეთის რეაქციულ წრეებში პარანოიდალური რეაქცია გამოიწვია...ატყდა საქართველოსა და მისი პრეზიდენტის აღვირახსნილი ლანძღვა. როგოზინი, ზატულინი, ჟირინოვსკი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მალე საქართველო დაიშლებოდა... ამის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძე დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკში მაინც ჩავიდა და ღია ცისქვეშ მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დიპლომატიური პასუხი გასცა", - წერს "ფეისბუქგვერდი" ვიდეოს აღწერაში.
შეხვედრაზე გვერდიგვერდ დგანან: ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე ლუკაშენკო, ლეონიდ კუჩმა, ვლადიმერ პუტინი და ნურსულთან ნაზარბაევი. ვიდეოში სიტყვით ვლადიმერ პუტინი გამოდის და საქართველოს შესახებ ამბობს: წაიკითხეთ სრულად სტატია AMBEBI.GE-ზე