უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, საპარლემენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც საპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, "ქართული ოცნების" მიერ მათთვის შეთავაზებული პროექტის ვარიანტი მისაღები იყო, თუმცა ბოოლო შეხვედრაზე ტექსტი რადიკალურად შეიცვალა. მათივე განმარტებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ტექსტსში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის.
შეგახსენებთ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს დღის პირველ ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად მხარეები ამბობდნენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმდნენ.