რუსეთის ყოფილ საელჩოსთან "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით "Слава Україні-ბოროტსა სძლია კეთილმან" გაიმართა.
აქციაზე შეკრებილ მონაწილეებს პარტიის წარმომადგენლებმა მათ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდასაჭერი კლიპი უჩვენეს.
როგორც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ქვეყნების მტრად რჩება. შექმნილი ვითარების ფონზე კი პარტიის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებლების წარმომადგენლების პოზიციას სამარცხვინოდ აფასებს.