პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ძალიან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს.