2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის, ცირკუს მირკუსის, საკონკურსო სიმღერის — Lock Me In — ვიდეოკლიპი გამოვიდა.
ჯგუფი ცირკუს მირკუსი წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2021 წლის ნოემბერში დაასახელა. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჯგუფი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს, მე-5 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.