სამეფო ოჯახის ყოფილი წევრები მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდნენ. ვარსკვლავური წყვილი Invictus Games-ზე იმყოფებოდნენ, ეს გახლავთ ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული ოლიმპიადა. პრინცი ჰარი სწორედ ამ თამაშების პატრონაჟს ეწეოდა, თუმცა სამეფო ვალდებულებების ჩამოშორების შემდეგ, ეს მისია დაკარგა. მეგან მარკლი საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა.მან “ვალენტინოს” კლასიკურ ბლეიზერს, იმავე ბრენდის შარვალი, Aquazzura-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და Cartier-ის ბრილიანტის სამკაულები შეუხამა.
ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, პირველად შეხვდნენ დედოფალ ელისაბეთს. მედიაში წერენ, რომ მეუღლეებისა და 96 წლის მონარქის შეხვედრა უინძორის სასახლეში შედგა, სადაც ჰარი და მეგანი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. დასავლურმა პრესამ გაარკვია, რომ სასექსები ფროგმორ-კოტეჯში ჩაფრინდნენ, სადაც ამჯერად პრინცესა ევგენია ცხოვრობს.
ცნობილია, რომ დედოფალთან შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. სხვა დეტალები არ გასაჯოროებულა. სავარაუდოდ, ეს დიდი შერიგების წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
მას შემდეგ, რაც ისინი სამეფო ოჯახიდან გავიდნენ. მედიამ ამ ფაქტს, მეგანისა და ჰარის დაბრუნება უწოდა. სასექსების ვიზიტი სავსე იყო ემოციებით. მეგანი ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე ბრწყინავდა „ხატიეს“ ბრენდის ულამაზეს ზედასა და კლასიკურ შავ შარვალში. მეუღლეებმა მონაწილეებს სცენიდან მიმართეს და შემდეგ ერთმანეთს საჯაროდ აკოცეს.