NIKE - სპორტში ფეხსაცმლის ფორმას, მოქნილობას, სირბილეს თუ სიხისტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სახეობებში ამიტომ ბრენდებიც გამუდმებით მუშაობენ სპორტსმენებზე მორგებულ ინდივიდუალურ დეტალებზე რაც მათ წარმოებასაც წარმოაჩენს. ბრენდებს შორის რამდენიმე ყველასთვის ცნობილი სახელია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემად სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მსოფლიოში უმსხვილესი მიმწოდებლის და სპორტული აღჭურვილობის მთავარი მწარმოებლის NIKE შესახებ ვისაუბრებთ. კომპანიის შემოსავალი 37 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. წინა წლის მონაცემებით, მასში დასაქმებული იყო 76,700 ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდის ღირებულება კი 32 მილიარდ დოლარზე მეტს ითვლის, რაც მას ყველაზე ღირებულ ბრენდად აქცევს სპორტულ ბიზნესებს შორის. და, ეს იმის გათვალისწინებით რომ მარკეტინგული კომპანიების მიერ წარმოებული კვლევაზე დაყრდნობით ნაწარმის თითქმის 90% ფალსიფიცირებულია. თუმცა ეს სულაც არ არის წინაღობა იმისათვის რომ სპორტულ სამყაროში და არა მხოლოდ - ლეიბლი ყველაზე სასურველ ბრენდად ითვლება. სარბენი კედებით დაწყებული ტრადიცია, დღემდე ნომერ პირველ ბრენდად ითვლება მთელს მსოფლიოში. დღეს ნაიკი არ არის მხოლოდ ამერიკული მარკა, ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რომელიც ერთობლიობაში ქმნის მოდას პროდუქციის იმ ჩამონათვალით რომელსაც აწარმოებს. ნაიკი აზროვნების ფორმაა და დაუღალავი სწრაფვა ჰორიზონტების დასაპყრობად. კომპანიის ისტორია - ღირებული მაგალითია მათთვის, ვინც ფიქრობს რომ წარმატების მისაღწევად რაიმე განსაკუთრებულია საჭირო. ჩვენი გადაცემის გმირიც ადამიანი იყო, რომელის ხასიათის ალბათ ორი მთავარი ასპექტი იქცა ამ სიმაღლეების დაპყრობის მიზეზი: მიზანმიმართულობა და გამძლეობა. რა თქმა უნდა დასახულ მიზნამდე გზა ძალიან რთული იყო, თუმცა არაერთი წინაღობის გავლის შემდეგ შედეგმა დაიპყრო მსოფლიო და დღეს ათასობით ადამიანის კომფორტს უზრუნველყოფს.
Nike ისტორია 1956 წლიდან იწყება, იმ დროს როდესაც სპორტულ სივრცეში ბაზარი უკვე დაპყრობილი ჰქონდა Adidas-ს, Puma-ს და კიდევ რამდენიმე იმ დროისათვის მსხვილ და სახელგანთქმულ მწარმოებლებს. რადგან წამოწყებული საქმის სათავეში ჩადებული იყო თავად ფეხსაცმლის გაუმჯობესების სურვილი, დიდი ინტერესი და შრომისმოყვარეობა - წარმატებამაც არ დააყოვნა. ბრენდის ორივე სულისჩამდგმელი სპორტთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა სრულყოფილი სპორტული ფეხსაცმლის შექმნის იდეის დაბადების ეს კიდევ ერთი ფაქტორი აღმოჩნდა. Nike, თავდაპირველად ცნობილი როგორც Blue Ribbon Sports (BRS), 1964 წლის 25 იანვარს დააარსეს ორეგონის უნივერსიტეტის სპორტსმენმა Philip Hampson Knight და მისმა მწვრთნელმა William Jay Bowerman,. კომპანია თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც იაპონური ფეხსაცმლის მწარმოებლის Tiger-ის დისტრიბუტორი. თუმცა, ცოტა უკან დავიხევთ და თანმიმდევრულად გავყვებით კომპანიის ფორმირების გზას.
მისი საწარმოო ქსელი შედგება 700-ზე მეტ ქარხანას მსოფლიოს 42 ქვეყანაში. თითოეული პროდუქტი მოძრაობს 57 სადისტრიბუციო ცენტრიდან. იმის მიუხედავად, რომ Nike-ის ფეხსაცმელი იწარმოება რამდენიმე ქვეყანაში, ნაწარმის 96% Nike-ის ჩინეთში, ინდონეზიასა და ვიეტნამში მზადდება. ჩინეთი და ვიეტნამი წამყვანი მწარმოებლები არიან, რომელთაგან თითოეული Nike-ის მთლიანი წარმოების 36%-ს შეადგენს. Nike-ის პროდუქციის უმეტესობა დამოუკიდებელი კონტრაქტორების მიერ არის წარმოებული. კომპანია ყიდის თავის პროდუქტებს პირდაპირ მომხმარებელზე, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე ციფრული პლატფორმების, ასევე დამოუკიდებელი დისტრიბუტორებისა და საცალო ვაჭრობის მეშვეობით.