საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160-ი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც ქართველი მხატვარი, ნიკო ფიროსმანი „რუს-ქართველ“ მხატვრად არის მოხსენიებული. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა სრულიად მიუღებელია და კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს.