ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.