რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს. ამასთან უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გაანცხადა რომ ქალაქ მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე. ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობდა.