შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში, სასჯელაღსრულების ყოფილი კოლონიაში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.