მე ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას - ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ, რაც სრული უგუნურობაა. მეუფე იაკობის განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ „მათ ჭკუაზე უნდა ვიცხოვროთ“, თუმცა ეს ასე არასდროს მოხდება.