აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში 18 წლის შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 21 ადამიანი მოკლა, რომელთა შორისაც 19 ბავშვია, ხოლო 2 მასწავლებელი. გარდაცვლილია თავდამსხმელიც, მას სამართალდამცველებმა ესროლეს.
შეიარაღებული პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიების ინფორმაციით, ის ამერიკის მოქალაქე სალვადორ რამოსია, რომელიც ამავე ქალაქის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სწავლობდა. როგორც მედია წერს, მას ახასიათებდნენ, როგორც "მშვიდ ადამიანს.“
გამოცემა sky-ის ცნობით, სალვადორ რამოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტები მიანიშნებს, რომ ბიჭმა იარაღი მას შემდეგ იყიდა, რაც 18 წლის გახდა.
სალვადორმა სკოლაში შეჭრამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ბებიას ესროლა, რომელიც გადარჩა. მან სკოლის შენობას თავისი მანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც სისხლიანი დარბევა დაიწყო.
ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. მოტივის პოვნის მიზნით, სამართალდამცველები სწავლობენ თავდამსხმელის სოციალური ქსელების ორ ანგარიშს. შტატის სენატორი, როლანდ გუტიერესი იტყობინება, რომ შეიარაღებული მოზარდი სოციალურ მედიაში მიანიშნებდა შესაძლო თავდასხმაზე.
CNN-ის ცნობით, რამოსმა, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თავის ყოფილ თანაკლასელს გაუგზავნა ფოტოები, რომლებზეც ცეცხლსასროლი იარაღი და ჩანთაში მოთავსებული საბრძოლო მასალა იყო აღბეჭდილი.
"მე ვკითხე, ძმაო, რატომ გაქვს ეს? მან კი მიპასუხა, - "ნუ ინერვიულებ, მე ახლა ძალიან შეცვლილი ვარ, ვერც კი მიცნობ“, - იხსენებს ბიჭის კლასელი. კიდევ ერთი კლასელი ამბობს, რომ რამოსი სროლის და ასევე საბრძოლო თამაშის, Call of Duty-ის ფანი იყო... წაიკითხეთ სტატია სრულად