ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს. ქარხნის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ საკითხს კომპლექსური შესწავლა და გადაწყვეტა სჭირდება.
რაც შეეხება მეტალურგიულ ქარხანაში 27 მაისს მომხდარ ფაქტს, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მერი უშუალო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთნ, ასევე ქარხნის ხელმძღვანელობასთან.