ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტებსა და „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი განარიდა. მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ჯგუფი ტრანსფარანტებით ოფისთან გამოჩნდა და ახმეტაში ადგილობრივი ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა.მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტის ასეთი ფორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები არ დაიხურება. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში კი მომხდარი შემთხვევა პროვოკაციად შეაფასეს.