NASA-მ და კომპანიამ SpaceX კალიფორნიიდან კოსმოსში უპილოტო აპარატი გაუშვეს, რომელმაც პოტენციურად სახიფათო კოსმოსური ობიექტებისგან დედამიწის დაცვის მექანიზმი უნდა გატესტოს. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, მისიის სახელწოდებაა DART (Double Asteroid Redirection Test) და ეს მსოფლიოში პირველი პროექტია, რომლის მიზანიც ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლაა.აპარატის წონა 600 კილოგრამია. დაახლოებით 10 თვეში ის ასტეროიდ „დიმორფს“ შეეჯახება, რომლის დიამეტრიც 150 მეტრია. შეჯახების შედეგად ასტეროიდის ორბიტა მცირედით უნდა შეცვალოს.„დიმორფი“ დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მომავალში რომელიმე კოსმოსური სხეული შეიძლება პლანეტაზე სიცოცხლეს დაემუქროს, ამიტომ NASA დედამიწის დაცვის ტექნოლოგიაზე მუშაობს.მისია DART-ის ღირებულება დაახლოებით 330 მილიონი დოლარს შეადგენს.