"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების გარეშე. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ამაზრზენი იყო.
როგორც ბოკერია აცხადებს, ახლა ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილება და ახალი არჩევნების დანიშვნა.