გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასთან კონტრაქტს 2027 წლისზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე იქნება. როგორც ესპანური გამოცემა, AS იუწყება, მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტს მხოლოდ ხელის მოწერაღა აკლია. ასის ინფორმაციით, ვალენსიამ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს მამარდაშვილი ახალ კონტრაქტს ხელს. საქმე ისაა, რომ ესპანურ კლუბს სურს თავიდან აირიდოს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის რისკი. გიორგი მამარდაშვილი ღამურებს 1 წლის წინ იჯარით შეუერთდა. ესპანელებმა ის მეორე გუნდისთვის დაიმატეს, მაგრამ 21 წლის ქართველი მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩიც ჩაატარა.