საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ - ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. როგორც პალიტრა ნიუსს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე კვირაზე მეტია, რაც ბინაზეა გაწერილი.