რუსული ალმასებით ვაჭრობა მაისის ბოლოდან მკვეთრად შემცირდა, ვინაიდან დამამუშავებლები ბრილიანტებზე მოთხოვნას სხვა წყაროებიდან ივსებენ - ამის შესახებ სააგენტო Rough&Polished-ს ალმასების ბაზრის ანალიტიკოსმა პოლ ზიმნისკიმ განუხადა.
მისი თქმით, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია საქონლის დოლარებში გადახდის სირთულეებთან, ხოლო ნაწილს, უბრალოდ, არ სურს შეიძინოს რუსული ალმასები, ვინაიდან დამკვეთებში არის მოთხოვნა არარუსული წარმოშობის ძვირფას ქვაზე.
ექსპერტის თქმით, სიტუაციას რუსული ალმასებისთვის ოპტიმისტური პირი არ უჩანს, ვინაიდან სულ უფრო მეტი კომპანია ითხოვს ალმასების წარმოშობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რაც ძალიან ართულებს რუსული წარმოშობის ალმასების მსოფლიო ბაზარზე მოხვედრას.
როგორც ცნობილია, ალმასების მსოფლიო მიწოდებაში რუსეთის წილი 30%-ს შეადგენს. დღესათვის კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსულ ალმასებზე მოქმედებს სასანქციო რეჟიმი და მისი შესყიდვა ოფიციალურად აკრძალულია.