ადამიანის ერთ-ერთი უძველესი გამოგონება, რომელიც ნეოლითამდე წარმოიშვა, კერამიკა გახლავთ. თიხისგან დამზადებული ჭურჭლისა სხვა საგნების ფორმირების პროცესი მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით, კიდევ უფრო მყარი და გამძლე გახდა. ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიაში, განსაკუთრებით ანტიკური და პრეისტორიული პერიოდის ჭურჭელი საყოფაცხოვრებო საგნებია, რომელთან ერთად, სხვადასხვა დანიშნულების თიხისგან გამოძერწილ ფიგურებსაც ხშირად ვიყენებთ ახლაც, მათ შორის ვაზებს, თასებს, სხვადასხვა დეკორატიულ ფიგურებს.
კერამიკული ჭურჭელი მზადდება თიხის სასურველი ფორმის საგნებად ფორმირებით და მათი გაცხელებით 600–1600 °C ტემპერატურაზე, შესაბამის ღუმელში. ჭურჭლის დიდი ნაწილი წმინდა უტილიტარულია, მაგრამ ბევრი ასევე შეიძლება ჩაითვალოს კერამიკულ ხელოვნებად. თიხის კორპუსის გაფორმება შესაძლებელია გამოწვამდეც და მის შემდეგაც. უხსოვარი დროიდან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ადამიანები თიხის ჭურჭლით სარგებლობდნენ პირველ რიგში მასალის ადვილად მოპოვების გამო. როდესაც აღმოაჩინეს რომ გამოწვა მის მდგრადობას კიდევ უფრო უწყობდა ხელს, ამან ჭურჭლის მოხმარების ინტენსივობა გაზარდა და რადგან თიხა ძალიან დამყოლი საშუალებაა სახლის პირობებშიც ამზადებდნენ სასურველ ჭურჭელს. რა თქმა უნდა, ეს ხელობა დროთა განმავლობაში ოსტატების მიერ ხელოვნების სიმაღლემდე ავიდა, რამაც ცალკე მიმართულება - მეთუნეობა ჩამოაყალიბა, თავად თიხის ნაკეთობებმა კი საინტერესო ევოლუციის გზა განვლეს და დღევანდელ დღემდე განაგრძობენ ჩვენი ყოველდღიურობის გალამაზებას.