საქართველოში უფრო სტაბილური, საიმედო და განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით, "USAID საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა" და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მიზნად ისახავს გაძლიერდეს ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მმართველობა ენერგიის მომხმარებლების სასარგებლოდ.
ღონისძიებაზე განიხილეს ენერგიის წყაროებში ინვესტიციებისმნიშვნელობა, ასევე, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გრძელვადიანი მიზნების დაცვის საკითხები.
კონფერენციის მიზანია ხელს შეუწყოს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიის ეკონომიკური და სოციალური სარგებელიანობის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი