ლანჩხუთში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, ხმაური და დაპირისპირება იყო - Palitra News

ლანჩხუთში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, ხმაური და დაპირისპირება იყო

2022-06-29 20:09:58+04:00

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა, ნაციონალურ მოძრაობასა და ლანჩხუთში მცხოვრებლებს შორის. პარტიის წევრების ინფორმაციით, ოპოზიციას ,,ქართული ოცნების” აქტივისტები, საკრებულოს წევრები და თანამშრომლები დაესხნენ თავს. ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ “ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მათი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებისა და მოსახლეობის შეხვედრების დროს, პროვოკაციები ხელისუფლების მიმართ, სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან განხორციელდა.